განათლების ფაკულტეტი

„ინკლუზიური სკოლამდელი განათლება“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს პორტიჯის ასოციაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი ,,ინკლუზიური სკოლამდელი განათლება“. სამდღიანი სწავლება მიზნად ისახავდა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ინკლუზიური სკოლამდელი განათლების სასერტიფიკატო კურსების მომზადებასა და დანერგვას. ტრენინგში საქართველოს პორტიჯის ასოციაციის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გორის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა ბსუ-ს განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნანა მაკარაძე.

ტრენინგის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს პორტიჯის ასოციაციის წარმომადგენლების და ტრენინგის მონაწილეები შეთანხმნენ სატრენინგო მოდულის ხანგრძლივობაზე, სტრუქტურასა და შინაარსზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა