განათლების ფაკულტეტი

22-24 ივლისი - „ERASMUS+“-ის პროექტ „CURE“-ს კოორდინატორის ვიზიტი ბსუ-ში

2017 წლის 22-24 ივლისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ,,ERASMUS+“-ის პროექტის „კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიული პრინციპების განვითარების ხელშეწყობისათვის ისრაელსა და საქართველოში (CURE)“ კოორდინატორი, გორდონის განათლების აკადემიური კოლეჯის საერთაშორისო ურთიერთობების, პროგრამებისა და მულტიკულტურული განათლების ცენტრის დირექტორი რონდა სოფერი. სტუმარს შეხვედრები ჰქონდა უნივერსიტეტის რექტორთან და ადმინისტრაციასთან, საგრანტო პროექტში ჩართულ პერსონალთან და სტუდენტებთან. ვიზიტის მიზანი პროექტის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი იყო. ბსუ-დან პროექტში ჩართულმა პერსონალმა პროექტის კოორდინატორთან გაიარა კონსულტაციები  და მიიღო რეკომენდაციები განსახორციელებელ აქტივობებთან დაკავშირებით.  რეკომენდაციები ეხებოდა პროექტის როგორც შინაარსობრივ, ასევე ფინანსურ საკითხებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა