განათლების ფაკულტეტი

ასოცირებულმა პროფესორმა მადონა მიქელაძემ გეორგ ეკერტის ინსტიტუტის საერთაშორისო სახელმძღვანელოების კვლევის სტიპენდია მოიპოვა

სურათი

განათლების ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მადონა მიქელაძემ გეორგ ეკერტის ინსტიტუტის (გერმანია) საერთაშორისო სახელმძღვანელოების კვლევის სტიპენდია მოიპოვა და 1 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით ქალაქ ბრაუნშვაიგში, ინტიტუტის ბიბლიოთეკაში კვლევას აწარმოებდა. მკვლევარს შესაძლებლობა მიეცა  სასკოლო სახელმძღვანელოების კოლექციებსა და ისტორიის დიდაქტიკის სახელმძღვანელოების ფართო სპექტრთან მუშაობისა. ასოცირებული პროფესორი მადონა მიქელაძე ასევე გაეცნო ისტორიის დიდაქტიკაში არსებულ სიახლეებს და მჭიდრო აკადემიური კომუნიკაცია დაამყარა გერმანელ  კოლეგებთან.

გეორგ ეკერტ ინსტიტუტი ატარებს სასკოლო სახელმძღვანელოების კვლევებს, საკონსულტაციო მომსახურებას უწევს  ეროვნულ და საერთაშორისო განათლების ექსპერტებს და ასრულებს როგორც კოორდინატორის, ასევე მედიატორის როლს სახელმძღვანელოებთან დაკავშირებულ პროექტებში.

ინსტიტუტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში თავმოყრილია წიგნები ისტორიის, გეოგრაფიის, სოციალური და პოლიტიკური კვლევების, რელიგიური სწავლების დარგში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა