აკადემიური ნაშრომების კონკურსი
21 იანვარი 2014 წელი
აკადემიური ნაშრომების კონკურსი
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის „დემოკრატია და მოქალაქეობის“ სასწავლო კურსის სტუდენტებმა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ ორგანიზებულ აკადემიური ნაშრომების კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. ქვეყნის 22 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მონაწილეებს შორის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები: ელზა ბარამიძე, რამინ მაჭარაშვილი, ნიკა მჟავანაძე, მირიან თაფლაძე, მარიამ ზოიძე, სოფიო კეკელიძე, ანა მიქაბაძე და მეგი ბარამიძე წარმატებული ნაშრომებისა და პრეზენტაციისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ. ბათუმის გუნდის წევრები თეორიული ცოდნის გასაღრმავებლად ბაკურიანის ზამთრის სკოლაში არიან მიწვეული.
სრულად