დისკუსია „რატომ არის საჭირო ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში“
12 ივნისი 2017 წელი

დისკუსია „რატომ არის საჭირო ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში“
12 ივნისს, 14:00 საათზე, 307-ე აუდიტორიაში, თემაზე: „რატომ არის საჭირო ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში“ საჯარო დისკუსია გაიმართება.
ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ ნარკოპოლიტიკის რეფორმის გეგმა შეიმუშავა, რომელსაც სტუდენტებსა და ლექტორებს გააცნობს. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ შემდეგ თემებზე:
რატომ არის აუცილებელი ნარკოპოლიტიკის შეცვლა
რა შედეგები მოიტანა მოქმედმა პოლიტიკამ
რა ცვლილებებს სთავაზობს ხელისუფლებას ნარკოპოლიტიკის პლატფორმა
როგორი იქნება ნარკოტიკებთან დაკავშირებული სასჯელები ახალი კანონმდებლობის პირობებში
რა შეიცვლება ზრუნვის (პრევენცია, მკურნალობა, რეაბილიტაცია) თვალსაზრისით
როგორია რეფორმის მოსალოდნელი შედეგები
სრულად