უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია
28 მარტი 2017 წელი

უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია
29 მარტს, 14:00 საათზე, 55-ე აუდიტორიაში გაიმართება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლებისა“ და „სწავლა საზღვარგარეთ“ პროგრამების პრეზენტაცია. შეხვედრაზე სტუდენტებსა და ლექტორებს მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ დაწვრილებითი ინფორმაცია სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის, კონფერენციების, საზაფხულო სკოლებისა და საჯარო ლექციების მოწყობის, უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნისა და უცხოეთში სწავლის დაფინანსების შესახებ.
სრულად