29 მაისი 2018 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტექნოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე ინოვაციების ცენტრი გაიხსნა. ცენტრი Erasmus+“-ის საგრანტო პროექტის - „InnoCENS Project“ (Enhacing Innovation Competencesand Entrepreneurial Skillsin Engineering Education - ინოვაციური კომპეტენციებისა და სამეწარმეო უნარების ამაღლება საინჟინრო განათლებაში) ფარგლებში შეიქმნა და მიზნად ისახავს საინჟინრო სწავლებაში თანამედროვე სამეწარმეო მიდგომების დანერგვას, ინოვაციური კომპეტენციების განვითარებას, სტარტაპებისა და სპინოფების ჩამოყალიბებას. ინოვაციური ცენტრი პროფესორ- მასწავლებლებთან ერთად, გახსნა ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, ბიზნეს მენეჯერმა იზრაელ გრიოლ ბარესმა.
ინოვაციების ცენტრში შეისწავლება:
-
გუნდის ჩამოყალიბებისა და მოვალეობების გადანაწილების თანამედროვე პრინციპები;
-
მენტორობის განხორციელების ფორმები;
-
თანამედროვე სამეწარმეო მიდგომები საინჟინრო სწავლებაში;
-
ინოვაციური კომპეტენციების განვითარების ხერხები;
-
სამეწარმეო საქმიანობაში ინოვაციების დანერგვის საკითხები;
-
ინოვაციური იდეებისა და პროექტების დაფინანსების წყაროების მოძიების საშუალებები;
-
სტარტაპებისა და სპინოფების ჩამოყალიბება.
ინოვაციების ცენტრში განხორციელდება შემდეგი აქტივობები:
-
კვლევითი ინკუბატორების მუშაობის ძირითადი პრინციპების გამოყენებით სამუშაო ჯგუფების ფორმირება;
-
ჯგუფში მუშაობის წარმართვა ინოვაციური პედაგოგიკის ძირითადი პრინციპების გამოყენებით;
-
FINCODA-ს კომპიუტერული სისტემის - „ფინკოდა ბარომეტრით“ განვითარდება და შეფასდება ინოვაციური კომპეტენციები;
-
კომპიუტერული სისტემის - HEINNOVATIVE-ის გამოყენებით შეისწავლება და შეფასდება საგანმანათლებლო პროგრამის, სასწვლო ჯგუფებისა და სხვა ინსტიტუციების ინოვაციური პოტენციალი;
-
ინოვაციური პედაგოგიკის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით მომზადებული სილაბუსების (მეწარმეობა ინჟინრებისათვის, ინოვაციური სისტემები) მიხედვით ჩატარდება ლექციები.