ტექნოლოგიური ფაკულტეტი

საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი - „ევრაზიის ბიომრავალფეროვნება 2018“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა რეზო ჯაბნიძემ მონაწილეობა მიიღო 2-6 ივლისს კიევში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმში  „ევრაზიის ბიომრავალფეროვნება 2018“. კონფერენციის სამ სექციაში 12 ქვეყნის მეცნიერმა ასამდე მოხსენება წარმოადგინა ევრაზიის ბიომრავალფეროვნები დაცვისა და შენარჩუნების პრობლემებზე. ყურადღება დაეთმო ასევე გლობალური დათბობის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებისა და ამ მხრივ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. სიმპოზიუმის მონაწილეებმა მიიღეს რეზოლუცია. სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, პროფესორი რეზო ჯაბნიძე ხელმძღვანელობდა მრავალწლიანი კულტურების სექციას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა