12 სექტემბერი 2018 წელი
სასტუმრო ,,შერატონში’’ 11-12 სექტემბერს გამართულ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის III საინვესტიციო-ენერგეტიკულ ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა გიზო ფარცხალაძემ და ინჟინერიისა და მშენებლობის დეპარტამენტის ტელეკომუნიკაციის მიმართულების აკადემიურმა პირებმა: ენვერ ხალვაშმა, ინდიკო აბაშიძემ, მარინე ჩხარტიშვილმა, ნუგზარ ჭედიამ. ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის წევრი 11 ქვეყნის 250-მა წარმომადგენელმა განიხილა საკითხები ენერგეტიკული სფეროსა და მაღალი ტექნოლოგიების მნიშვნელობის, პროექტირებისა და ინვესტიციების განხორციელების, ენერგეტიკისა და სატელეკომუნიკაციო სისტემის შესახებ.
ფორუმს კოორდინაციას უწევდნენ სოჰაილ ჰასნი (ავსტრალია), კაზუტო მურაგუჩი (იაპონია) და ეკა კოროშინაძე ( საქართველო).
ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით გაიმართა.