ტექნოლოგიური ფაკულტეტი

ვიზიტი ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში

სურათი

18-22 სექტემბერს ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში  ERASMUS+-ის საგრანტო პროექტის „Inno CENS Project“-ის (Enhacing Innovation Competences and Entrepreneurial Skills in Engineering Education (ინოვაციური კომპეტენციებისა და სამეწარმეო უნარების ამაღლება საინჟინრო  განათლებაში)“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა, საგრანტო პროგრამის კოორდინატორმა გიზო ფარცხალაძემ და ინოვაციების ლაბორატორიის მენეჯერმა თამაზ ჩხარტიშვილმა. ვიზიტის მიზანი იყო მიმდინარე ანგარიშისა და  სამომავლო გეგმების წარდგენა.

შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი აქტივობები:

  • ბსუ-ს ინოვაციების ცენტრში სტუდენტების თეორიული მომზადება ინოვაციურ და სამეწარმეო უნარებში;
  • მომზადებული სტუდენტების მიერ შემოთავაზებული ახალი იდეების დამუშავება ინოვაციების ინკუბატორებში (Hetchery);
  • ინკუბატორებში მომზადებული საუკეთესო პროექტისა და გუნდის გამოვლენა;
  • გამარჯვებული პროექტისა და გუნდის წევრების გაგზავნის დაგეგმვა ესპანეთში, ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეეტში (UPV) პროექტის წარსადგენად სხვა საერთაშორისო გუნდებთან შეჯიბრებაში მონაწილეობის მიზნით (2019 წლის თებერვალი).

შეხვედრის მონაწილეები ასევე გაეცნენ ინოვაციური პედაგოგიკისა და  შეფასების სიტემებს, განიხილეს ინჟინერიაში მეწარმეობისა და ინოვაციების სასწავლო კურსები.

ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა საქართველოში ინოვაციების გავრცელების კონფერენციის (National Dissemination Conference) საკითხები.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა