ტექნოლოგიური ფაკულტეტი

აგროსერვის ცენტრის სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

სურათი

უნივერსიტეტში აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მამუკა თურმანიძე, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე ბსუ-ს რექტორის მოადგილესთან ნათია წიკლაშვილთან ერთად ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. აგროსერვის ცენტრში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მონაწილე სტუდენტებმა სასათბურე, სადედე და სადემონსტრაციო მეურნეობებში მიღებული პრაქტიკული გამოცდილების ანგარიში წარმოადგინეს. შეხვედრის დასასრულს აგრარული მიმართულების სტუდენტებს: ავთანდილ გოგიტიძეს, რუსუდან მელაძეს, სალომე ბერძენიშვილს და მერი ჭელიძეს, რომლებმაც აგროსერვის ცენტრში წარმატებით გაიარეს სტაჟირების პროგრამა სერტიფიკატები გადაეცათ.

აგრარული ფაკულტეტის სტუდენტები სოფლის მეურნეობის დარგში კვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში ანაზღაურებად სტაჟირებას 6 თვის მანძილზე გადიოდნენ.

შეხვედრას ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი გიზო ფარცხალაძე, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა