ტექნოლოგიური ფაკულტეტი

სტუდენტებმა აგროსერვის ცენტრსა და ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში სტაჟირება გაიარეს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარული მიმართულებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის 10-მა სტუდენტმა აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრსა და ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში ფასიანი ექვსთვიანი სტაჟირება გაიარა. სტუდენტებმა უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე სტაჟირების  შემაჯამებელი პრეზენტაცია წარმოადგინეს. ღონისძიებას აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, რექტორის მოადგილე ნათია წიკლაშვილი, ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი გიზო ფარცხალაძე, პროფესორ-მასწავლებელები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

სტუდენტებმა სტაჟირება აჭარის ა.რ.  სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის ქვეპროგრამის „საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვა“ ფარგლებში გაიარეს. პროგრამა მიზნად ისახავდა სოფლის მეურნეობის დარგში კვალიფიციური კადრების მომზადებას, მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა