ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთათვის აცხადებს კონკურსს გიორგი ნიკოლაძის - ინჟინერიის მიმართულებით და აკად. ლევან ყანჩაველის - აგრარული მეცნიერებების მიმართულებით სახელობითი სტიპენდიების მოსაპოვებლად. კონკურსში მონაწილეობის მიზნით კონკურსანტებმა 2019 წლის 21 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანის ოფისში, ოთახი №103 უნდა წარადგინონ:
ა) საკონკურსო დოკუმენტაცია (დანართი 2);
ბ) სტუდენტის განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 3);
გ) სტუდენტის ავტობიოგრაფია (CV) (დანართი 4);
დ) სტუდენტის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) ცნობა სტუდენტის სტატუსის და აკადემიური მოსწრების შესახებ (სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო კურსებში „საშუალო შეწონილი“ ფორმულით კონკურსის მიღებული 91 ქულის და მეტის მითითებით);
ვ) არანაკლებ ერთ რეკომენდაცია ბსუ-ს აკადემიური თანამდებობის პირისგან (რომელიც კარგად იცნობს სტუდენტის აკადემიურ აქტივობას);
ზ) სტუდენტის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის/პუბლიკაციის დედანი ან დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) სამეცნიერო ღონისძიებაში (კონფერენცია, სემინარი, სიმპოზიუმი და სხვ.) მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომის, სიგელის, სერტიფიკატის და სხვ. დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საკონკურსო კომისიის მიერ საკონკურსო დოკუმენტაცია არ განიხილება (კონკურსანტი არ შეფასდება და მოიხსნება კონკურსიდან) შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არასრულყოფილია;
ბ) თუ კონკურსანტის წარმოდგენილი დოკუმენტი არ არის შესაბამისი ფორმის დაცვით შედგენილი (ხელმოწერა, ბეჭედი, ნოტარიული დამოწმება და ა.შ.) ან არ შეესაბამება სინამდვილეს, რაც დასტურდება ბსუ-ში არსებული შესაბამისი მტკიცებულებებით;
გ) კონკურსანტს შეჩერებული/შეწყვეტილი აქვს ბსუ-ს სტუდენტის სტატუსი;
დ) კონკურსანტი აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტია ან შესტულებული აქვს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების მოთხოვნები (მინიჭებული აქვს კვალიფიკაცია).
კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 4 ნოემბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით.
შედეგები გამოქვეყნდება 2019 წლის 10 ნოემბრამდე.
დანართი 2 დანართი 3 დანართი 4