ტექნოლოგიური ფაკულტეტი

„ფილოსოფიური ურბანისტიკა - ქალაქის შესახებ ინტერდისციპლინური დისკუსიების პერსპექტივა“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის არქიტექტურისა და მშენებლობის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა, ფილოსოფიის დოქტორმა ლალი ზაქარაძემ ღია ლექცია ჩაატარა თემაზე: „ფილოსოფიური ურბანისტიკა - ქალაქის შესახებ ინტერდისციპლინური დისკუსიების პერსპექტივა“. შეხვედრა მიეძღვნა ფილოსოფიის საერთაშორისო დღეს. მომხსენებელმა ისაუბრა ფილოსოფიის საერთაშორისო დღის ისტორიაზე, UNESCO-ს კულტურათა დაახლოების საერთაშორისო ათწლეულის (2013-2023) მიზნებზე და ინიციატივებზე, აკადემიური განათლების კონტექსტში ფილოსოფიისა და ინტერდისციპლინური ცოდნის მნიშვნელობაზე, ფილოსოფიის ახალ პერსპექტივებზე.

სტუდენტებთან ერთად დისკუსირებული იყო ახალი ფილოსოფიური დისციპლინის -  ფილოსოფიური ურბანისტიკის აქტუალური პრობლემები: სიმბოლოსა და არქიტექტურის მიმართება, ურბანისტიკის ფართო გაგება, ქალაქი - სიმბოლო, ქალაქი - კულტურული სივრცე, ურბანული პროცესების სოციალური განზომილება, ქალაქის საზრისი და იდენტობა, ქალაქის იდეის კრიზისი, ექსურბანიზმის და პოსტურბანიზმის თანამედროვე ტენდენციები.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, დარბაზში წარმოდგენილი წიგნები საჩუქრად გადაეცა ტექნოლოგიური ფაკულტეტის ბიბლიოთეკას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა