ტექნოლოგიური ფაკულტეტი

„ახალი მიდგომები საინჟინრო გადაწყვეტებში კატასტროფების რისკის შემცირების მიზნით“

სურათი

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპედიანტმა, ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიზო ფარცხალაძემ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საინჟინრო მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილებაში წარადგინა მოხსენება თემაზე: „ახალი მიდგომები საინჟინრო გადაწყვეტებში კატასტროფების   რისკის შემცირების მიზნით“. მომხსენებელმა განიხილა შემდეგი საკითხები: რისკის მართვის თანამედროვე განსაზღვრება; რისკის მართვის დაგეგმვა; რისკების იდენტიფიკაცია; რისკების ანალიზი; რისკებზე რეაგირების დაგეგმვა; კონტროლი; მოსალოდნელი საფრთხეები (ბუნებრივი და ხელოვნური)- წყალდიდობა, ზვავი, ღვარცოფი, მეწყერი, მიწისძვრა, დიდთოვლობა, ქარიშხალი, ტორნადო, ცუნამი, სეტყვა, მეხი, აფეთქება და სხვა.
პროფესორმა გიზო ფარცხალაძემ ასევე ისაუბრა ზემოთ აღნიშნული კატასტროფების რისკის შემცირების, პრევენცის ან პროგნოზირების გზები, რომლებიც განხილული იქნა სტიპედიანტის პუბლიკაციებში და კვლევებში.
მომხსენებელმა მოამზადა დასკვნები და რეკომენდაციები, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელი იქნება მოსალოდნელი კატასტროფების რისკის შემცირება ან პრევენცია.

სხდომას ესწრებოდნენ აკადემიკოსები და მოწვეული სტუმრები: განყოფილების აკადემიკოს-მდივანი - აკად. ელგუჯა მეძმარიაშვილი (თავმჯდომარე), აკად. ლევან ჯაფარიძე, აკად. წევრ-კორ. გურამ გაბრიჩიძე, აკად. თამაზ შილაკაძე, აკად. წევრ-კორ. გიორგი გოგიჩაიშვილი, აკად. თამაზ ნატრიაშვილი, ფიზიკისა და მათემატიკის განყოფილების აკადემიკოს მდივანი გიორგი ჯაფარიძე, გივი აბდუშელიშვილი, გელა ყიფიანი (საავიაციო უნივერსიტეტი), ლევან გველესიანი (გეოფიზიკის ინსტიტუტი), თამაზ ვაშაყმაძე (მათემატიკის ინსტიტუტი), რევაზ ძნელაძე (მათემატიკის ინსტიტუტი).
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა