
„საქართველოს მექანიკოსთა კავშირის“ XI ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა 27-29 აგვისტოს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სამდღიანი სამეცნიერო სესიის მიზანი იყო მექანიკაში არსებული პრობლემების წარმოჩენა და გადაჭრა. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში 4 ქვეყნის 100-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი და მკვლევარი ჩაერთო. მონაწილეები ოთხ სექციაში თეორიული მექანიკის; მასალათა გამძლეობის; დრეკადობის თეორიის; სამშენებლო მექანიკის; მანქანათა მექანიზმების თეორიის; მანქანათა ნაწილების; სითხეების მექანიკის და საინჟინრო სისტემებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავდნენ.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის სექციები:
- მყარი დეფორმადი სხეულთა მექანიკა
- ჰიდროაერომექანიკა დრეკად, მყარ და თხევად გარემოთა ურთიერთქმედების პრობლემები
- გამოყენებითი მექანიკა
- ანალიზის მონათესავე საკითხები
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორები:
- საქართველოს მექანიკოსთა კავშირი;
- საქართველოს ეროვნული კომიტეტი თეორიულ და გამოყენებით მექანიკაში;
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი;
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
საორგანიზაციო კომიტეტი:
- მერაბ ხალვაში თავმჯდომარე; როლანდ კოპალიანი თავმჯდომარე; ნატალია ჩინჩალაძე; ქეთევან ცხაკაია; ფარცხალაძე გაიოზი; გულუა ბაკური; ყიფიანი გელა; თევდორაძე მანანა;
სამეცნიერო კომიტეტი:
- ჯაიანი გიორგი, თავმჯდომარე; კიკვიძე ომარი; აფციაური ამირანი; გაბრიჩიძე გურამი; გელაშვილი ოთარი; გურგენიძე დავითი; დავითაშვილი თეიმურაზი; დელიზოლა ფრანჩესკო; ვაშაყმაძე თამაზი; ზაკენოვი სემბიგალი; კვიციანი ტარიელი; კოკილაშვილი ვახტანგი; მახვილაძე ნოდარი; მეუნარგია თენგიზი; მიულერი ვოლფგანგ; ნატრიაშვილი თამაზი; ნატროშვილი დავითი; პატარაია დავითი; სურგულაძე თეიმურაზი; ყიფიანი გელა; შავლაყაძე ნუგზარი; ჩინჩალაძე ნატალია.
უკან |