-
ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის 2021 წლის 19 აპრილის №26-07/5 საოქმო გადაწყვეტილებით გამოცხადდეს ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანის არჩევნები.
-
კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ბსუ-ს საარჩევნო კომისიაში (მისამართი: ნინოშვილის/რუსთაველის 35/32, ოთახი №13) 2021 წლის 19 მაისიდან 2021 წლის 25 მაისის ჩათვლით, 11:00-დან 16:00 საათამდე.
-
არჩევნები ჩატარდეს 2021 წლის 28 მაისს.
-
კანდიდატად დარეგისტრირება შეუძლია მხოლოდ ამავე ფაკულტეტის პროფესორს ან ასოცირებულ პროფესორს, რომელსაც გააჩნია ადმინისტრაციულ ან აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;
-
კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
ბ) ავტობიოგრაფია (CV).
გ) სამოქმედო გეგმა .
დ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ ან აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ე) ცნობა ბსუ-ს ტექნოლოგიურ ფაკულტეტის აკადემიური თანამდებობის (პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი) დაკავების შესახებ.
ვ) ნასამართლობის შესახებ ცნობა (შენიშვნა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება (კანონმდებლობის თანახმად ცნობის მოქმედების ვადაა 15 კალენდარული დღე, აღნიშნულიდან გამომდინარე საარჩევნო კომისიაში დოკუმენტაციის წარდგენის დღისათვის (რეგისტრაციის დღე) ცნობა უნდა იყოს მოქმედი).