ტექნოლოგიური ფაკულტეტი

სტუდენტებმა ტყის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის სატყეო საქმის სპეციალობის სტუდენტებმა ტყის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა. ახალგაზრდებისათვის ადგილობრივი ფლორისა და სელექციის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა, ბიოლოგიის აკადემიურმა დოქტორმა დავით ხარაზიშვილმა სემინარი გამართა თემაზე: ,,აჭარის ტყის ეკოსისტემების მრავალფეროვნება’’. სტუდენტებს ტყის მნიშვნელობასა და ბაღის ფლორისტულ სიმდიდრეზე, ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე და მეთესლეობის სექტორის ხელმძღვანელი ჯულიეტა ჯაყელი ესაუბრა. შეხვედრის დასასრულს სტუდენტებმა ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლებთან ერთად ბაღის ტერიტორიაზე ხეები დარგეს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა