29 აგვისტო 2021 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის და პოლონეთის ბელოსტოკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის წყლისა და გარემოს დაცვის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა სემინარი „წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოდელირება“. სემინარის ფარგლებში განხილული იყო საკითხები „წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების კომპიუტერული მოდელირება“ და „GIS-ის გამოყენება წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მოდელირებისათვის“.