ტექნოლოგიური ფაკულტეტი

RURD-ის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სურათი

ბსუ-ს ტექნოლოგიურ ფაკულტეტის ინოვაციების ცენტრში, „ერაზმუს+“-ის RURD-ის პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები გაეცნენ ლიეტუვას ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტსა და სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში მიღებულ გამოცდილებას. პრეზენტაცია მომზადდა ლიეტუვას ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრის გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელიც გაიზიარა ტექნოლოგიური ფაკულტეტის ინოვაციების ცენტრმა სამომავლო საქმიანობისთვის.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო L.L.L კურსის ფარგლებში მომზადებული პროგრამა „ტექნოლოგიების ტრანსფერი და მეწარმეობა.“ კურსის ავტორებმა, პროფესორებმა: გიზო ფარცხალაძემ, მარინა გიორგაძემ, ლევან ტარიელაძემ და ლოკალურმა კოორდინატორმა ხათუნა ბერიძემ წარმოადგინეს ინოვაციების მომზადების - ინოვაციების შექმნის და ინოვაციების კონკურსის ჩატარების გეგმა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა