31 მაისი 2022 წელი
ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის ელექტრონიკა, ტელეკომუნიკაცია და ინტერნეტინჟინერიის სპეციალობის სტუდენტები: ხიმშიაშვილი გიორგი, ზოიძე სალომე, ბერიძე თამარი და ველიაძე ქრისტინე (გუნდის ხელმძღვანელი - თემურ კვირტია) ,,IOT ჰაკათონი - 2022“-ის ნომინაციაში - „კონცეფციასთან შესაბამისობა“ პირველი ხარისხის მედლითა და საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ.
კონკურსი მიზნად ისახავდა საგნების ინტერნეტის პროტოტიპის შექმნას Arduino - ს ბაზაზე, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის სტუდენტების მოტივაციას, ხელს უწყობს გამოცდილების მიღებას და ცოდნის გაზიარებას. ორდღიანი კონკურსი გუნდური მუშაობის ბაზაზე მიკროპროექტის შექმნასა და შექმნილი პროექტის პრეზენტაციას ითვალისწინებდა.
,,IOT ჰაკათონი -2022“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა და უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისა და ფაკულტეტის 65 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ვულოცავთ ბსუ-ს გუნდს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ.