ტექნოლოგიური ფაკულტეტი

„უნივერსიტეტი - სკოლისათვის“ პროექტის ფარგლებში ტექნოლოგიურმა ფაკულტეტმა სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

სურათი

გრძელდება ,,უნივერსიტეტი - სკოლისათვის“ პროექტის განხორციელება. ამჯერად კიდევ ერთხელ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ტექნოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე არსებულმა ინოვაციურმა ლაბორატორიამ ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა. ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიზო ფარცხალაძემ და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა გოჩა ჩავლეშვილმა სკოლის მოსწავლეებს სტრუქტურების მოდელირებაზე  სადემონსტრაციო ტრენინგი ჩაუტარეს.

ტრენინგის შემდეგ, მოსწავლეებმა მოდელირებული მაგალითის საფუძველზე, ბსუ-ს ფაბლაბის სპეციალისტების მამუკა ჩავლეიშვილის და არჩილ შოთაძის დახმარებით მონაწილეობა მიიღეს სტრუქტურის ცალკეული დეტალების დამზადებაში, დაათვალიერეს სტუდენტების მიერ შექმნილი სხვადასხვა სახის კონსტრუქციის და შენობა-ნაგებობების  მაკეტები.

შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა