23 სექტემბერი 2022 წელი

ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში ახალი პროექტის „სამუზეუმო საათის“ ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გაიოზ ფარცხალაძემ საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე: „უმაღლესი საინჟინრო განათლების მოდერნიზაცია საქართველოში ტექნოლოგიური გამოწვევების საპასუხოდ“. ლექციას ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასელები და ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. ლექციის დასასრულების შემდეგ დისკუსია გაიმართა თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიების შესახებ და პროფესორმა გიზო ფარცხალაძემ შეკითხვებს უპასუხა.