1 დეკემბერი 2022 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტმა „ღია კარის დღეების“ პროექტის ფარგლებში, უმასპინძლა ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს. ინოვაციების ცენტრში ჩატარდა ლექცია მშენებლობის ავტომატიზებული მართვის თანამედროვე კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით. მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს ფაბლაბ ლაბორატორია, სადაც საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სტრუქტურული მოდელის აგებას, გაანგარიშებას, სხვადასხვა კონსტრუქციების მაკეტებსა და დიზაინს.