ტექნოლოგიური ფაკულტეტი

აგრარული ექსტენციის მოკლევადიანი კურსი ჩატარდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარული მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებისათვის სტუდენტებისათვის, ექსტენციის სპეციალისტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის  ჩატარდა აგრარული ექსტენციის დისტანციური მოკლევადიანი კურსი. სწავლებას უძღვებოდნენ აშშ-ს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები და მოდერატორობას უწევდა  ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასისტენტ პროფესორი, FOF-ის ექსტენციის სპეციალისტი ლია დავითაძე. მოკლევადიანი კურსი „საქართველოს სოფლის მეურნეობის ექსტენციის მოდელი ახალგაზრდების განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც „მომავლის ფერმერი“ (FOF) ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ფინანსური მხარდაჭერით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით ახორციელებს.

აშშ-ს უნივერსიტეტების წარმომადგენლები:
პროსპერ დიამეკპორი - სენტრალ სტეიტ უნივერსიტეტი PhD;
რუქეია დროჰუდი - პრეირი ვიუს უნივერსიტეტი, ტეხასი;
ლიზა ლოქსმანი - ექსტენციის საერთაშორისო სპეციალისტი, FOF-ის კონსულტანტი, PhD, MBA.

ტრენინგების კურსი ჩატარდა ონლაინ რეჟიში ინგლისურ და ქართულ ენებზე და მასში მონაწილეობა მიიღო 70 მსურველმა.

ტრენინგების კურსის სანახავად ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://we.tl/t-DAfBM7G0rK
.


 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა