16 მარტი 2023 წელი
ბსუ-ში სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა (USDA), პროექტის მენეჯერმა ბენჟამენ კარინმა, აშშ-ის განათლების საერთაშორისო სპეციალისტმა ლიზა ლოქსმენმა, აშშ-ის Central State University-ს წარმომადგენელმა, საერთაშორისო ექსპერტმა პროსპერ დუამეკპორმა და აშშ-ის Prairie View A&M University-ის წარმომადგენელმა საერთაშორისო ექსპერტმა სინტია ფერფაქსმა სტუდენტებისათვის, ბათუმის N1, N28 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდა ფერმერებისათვის ტრენინგები ჩაატარეს. სწავლება მიზნად ისახავდა ახალგაზრდების სოფლის მეურნეობაში ჩართულობას და დარგის პოპულარიზაციას.
პროექტის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც გააერთიანებს სოფლის მეურნეობის ექსტენციას. ჯგუფის წევრები მონაწილე მხარეების ჩართულობით შეისწავლიან ტრენინგის მონაწილეთა ინიციატივებს, რომელთა გათვალისწინებით შეიქმნება მომდევნო ვიზიტის გეგმა კონკრეტული ამოცანებითა და ფინანსური მხარდაჭერით.