23 მაისი 2023 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიურმა ფაკულტეტმა „ღია კარის დღეების“ პროექტის ფარგლებში, ბათუმის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. ინოვაციების ცენტრში პროფესორმა გიზო ფარცხალაძემ მოსწავლეებს ლექცია ჩაუტარა თემაზე: „კატასტროფების რისკის მართვა“. პროფესორებმა გოჩა ჩავლეშვილმა, ენვერ ხალვაშმა, ზურაბ მეგრელიშვილმა მოსწავლეებს წარმოუდგინენ ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამები. მოსწავლეებმა, ასევე დაათვალიერეს ფაკულტეტის ლაბორატორიები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.