8 ივლისი 2023 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიურ ფაკულტეტის არქიტექტურის მიმართულების სტუდენტების ნაშრომების გამოფენა გაიმართა. II და III კურსის სტუდენტებმა გააკეთეს საანგარიშო გამოფენა სასწავლო კურსებში: არქიტექტურის დაგეგმარების საფუძვლები და არქიტექტურული მოცულობითი გეგმარება. საგამოფენო საკურსო ნაშრომები წარმოდგენილი იყო ტექნოლოგიური ფაკულტეტის ფოიეში, მეორე სართულზე. გამოფენას დაესწრნენ პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები.