21 ოქტომბერი 2023 წელი
ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „ბულვარის ფესტივალში“ მიიღო მონაწილეობა. ბულვარში გამართული ფესტივალის საგამოფენო კუთხეში ბსუ-მ წარადგინა FAB LAB BSU-ში სტუდენტების მიერ ბათუმის ბულვარის თემაზე დამზადებული ნამუშევრები, ცნობილი არქიტექტურული კონსტრუქციების მოდელები და ხელნაკეთი ნივთები. ფესტივალის ფარგლებში აისევე გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „რეკრეაციული პარკების მართვისა და განვითარების შესაძლებლობები“, სადაც ბსუ-ს მკვლევრებმა მოხსენებები წარადგინეს ქალაქის განვითარებაში რეკრიაციული პარკების მნიშვნელობაზე, ეკოლოგიასა და გამწვანებაზე.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს მჭიდრო კავშირი აქვს ბულვართან და მის ისტორიასთან.
ფესტივალი მიზნად ისახავდა ბულვარის ისტორიული და კულტურული ღირებულების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.