31 ოქტომბერი 2023 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ბეჟას პოლიტექნიკური ინსტიტუტის (პორტუგალია) აგრარული სკოლის დეკანი, პროფესორი მარია ჟოაო კარვალიო ეწვია. ბსუ-ს რექტორის მოადგილესთან ანზორ ბერიძესთან და ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანთან გიზო ფარცხალაძესთან გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დაიგეგმა აგრარული მიმართულებით თანამშრომლობა. მხარეთა შეთანხმებით, გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის შემუშავდება გაცვლითი პროგრამები და გაიმართება ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო ღონისძიებები.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ექსტენციის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი მახარაძე და ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, „ერაზმუს+“-ის კოორდინატორი ნანა ყურშუბაძე.