ტექნოლოგიური ფაკულტეტი

ტრენინგი ჩატარდა თემაზე: „კლიმატის ცვლილების გავლენა შავი ზღვის ჰიდროლოგიურ რეჟიმზე“

სურათი

ბსუ-ს ტექნოლოგიურ ფაკულტეტის აგრარული მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის „ერაზმუს+“-ის პროექტის „საგანმანათლებლო, სამეცნიერო, მართვის და ინდუსტრიული კომპეტენციების ერთობლიობა კლიმატის მართვისა და კლიმატის ცვლილებების პრევენციისათვის“ ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „კლიმატის ცვლილების გავლენა შავი ზღვის ჰიდროლოგიურ რეჟიმზე“. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს კლიმატის მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, „ერაზმუს+“-ის პროექტის კოორდინატორმა და პროექტში ჩართულმა აკადემიურმა პერსონალმა: პროფესორმა ლელა თურმანიძემ, ასოცირებულმა პროფერსორმა ნარგული ასანიძემ, ასისტენტ პროფესორებმა ცირა ქამადაძემ და ხათუნა ჭიჭილეიშვილმა. მოხსენებები გაკეთდა თემებზე: „კლიმატის ცვლილების საკონსულტაციო მწვანე წიგნი“; „კლიმატის ცვლილების გავლენა აჭარის ზღვისპირეთის კლიმატზე და შავი ზღვის ჰიდროლოგიურ რეჟიმზე“. სტუდენტებს ჩაუტარდათ აქტივობები, რომელიც ეხებოდა მდგრადი განვითარების მიზნებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა