6 თებერვალი 2024 წელი
14-15 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ექსტენციის ცენტრის ბაზაზე, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მხარდაჭერითა და „მომავლის ფერმერის“ ორგანიზებით გაიმართება სტუდენტთა აგრარული სამეცნიერო კონფერენცია „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა და აგრარული მეცნიერებები“. კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია: კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა და მომავლის ფერმები, მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა კლიმატით შეცვლილ ლანდშაფტში და კლიმატთან ადაპტირებული მეცხოველეობა/მეფუტკრეობა/აკვაკულტურა.
დეტალურ ინფოერმაციას სამეცნიერო კონფერენციის შესახებ გაეცანით დანართსა და შემდეგ ელმისამართზე: https://fof.edu.ge/index.php?m=737&news_id=543
დანართი