14 თებერვალი 2024 წელი
12-14 თებერვალს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგროსკოლის/აგრარული ექსტენციის ცენტრს ამერიკის შეერთებული შტატების ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორი, ექსტენციის სპეციალისტი რეზა რაფი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ქობულეთის, ხელვაჩაურის და ქედის მუნიციპალიტეტებში განხორციელდა სამდღიანი საველე სწავლება მოცვის კულტურის სხვლა-ფორმირების საკითხებზე. საველე ტრენინგებს ესწრებოდნენ აგრარული მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, ფერმერები და სამინისტროს ადგილობრივი ექსტენციის სამსახურის წარმომადგენლები. ღონისძიება ჩატარდა USAID პროექტ ფერმერის პროგრამის მხარდაჭერით, რომელსაც ახორციელებს ACDI/VOCA.