ტექნოლოგიური ფაკულტეტი

საუნივერსიტეტო კონკურსის - UNI4VERSE -ის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სურათი

ბსუ-ს ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე, GITA-ს ორგანიზებით და ბსუ-ს მხარდაჭერით გაიმართა საუნივერსიტეტო კონკურსის - UNI4VERSE -ის საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრაზე ტექნოპარკების პროექტების მენეჯერმა მარიამ ვარდიძემ, ბათუმის ტექნოპარკის მენეჯერმა ქეთევან ბულისკირიამ, GITA-ს წარმომადგენლებმა - სოსო ბერიკაშვილმა და ავთანდილ თავდიშვილმა, ბათუმის ტექნოპარკის ფაბლაბის სპეციალისტმა თამაზ ჩხარტიშვილმა სტუდენტებს საუნივერსიტეტო კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. სტუმრებმა სტუდენტებს გააცნეს კონკურსში მონაწილეობის პირობები, კონკურსის ეტაპები, შეფასების კრიტერიუმები და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

UNI4VERSE საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებული ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს გაზარდოს უნივერსიტეტებსა და სტუდენტებს შორის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი და ჩართულობა.

2024 წლის კონკურსი ფოკუსირებულია მწვანე ეკონომიკისა და ტექნოლოგიების მიმართულებით გამოწვევების აღმოჩენასა და გადაწყვეტაზე. პროექტი გამოავლენს წლის გამარჯვებულ უნივერსიტეტს ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით. 2024 წლის კონკურსში მთელი საქართველოს მასშტაბით 18 უნივერსიტეტი იღებს მონაწილეობას. პროექტის განმახორციელებელია ინოვაციური განათლების ფონდი.

დაინტერესებულ სტუდენტებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ბმულზე: https://apps.mygita.ge/zs/dKBTC0

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა