22 ნოემბერი 2024 წელი
2024 წლის 19 ნოემბრიდან 21 ნოემბრის ჩათვლით, ERASMUS+ საგრანტო პროექტის „ინტენსიური განვითარების პროექტში სწავლა-ინოვაცია გაყიდვა" (101128310-LISS24-ERASMUS-EDU-2023-CBHE Learn-Innvate-Sell-Succeed) ფარგლებში, ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გაიოზ ფარცხალაძე, ტექნოლოგიური ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი, გოჩა ჩავლეშვილი და სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ხათუნა ხაბაძე იმყოფებოდნენ ესპანეთში, ქალაქ ვალენსიაში.
აღნიშნული საგრანტო პროექტის მეოთხე პაკეტის ფარგლებში, პროექტის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ ტრენინგში ინოვაციური კომპეტენციების შესახებ; გაეცნენ ინოვაციების ლაბორატორიას და სტუდენტების ინოვაციურ პროექტებს; ასევე, სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა პროექტის მიმდინარეობა და დაისახა შესასრულებელი სამუშაოები.