ტექნოლოგიური ფაკულტეტი

ვიზიტი ტურკუსა და ჰელსინკის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტებში

სურათი

2024 წლის 19 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით ERASMUS+ საგრანტო პროექტის „ინტენსიური განვითარების პროექტში სწავლა-ინოვაცია გაყიდვა" (101128310-LISS24-ERASMUS-EDU-2023-CBHE Learn-Innvate-Sell-Succeed) ფარგლებში, ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გაიოზ ფარცხალაძე, ტექნოლოგიური ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი, გოჩა ჩავლეშვილი, მოწვეული მასწავლებელი თამაზ ჩხარტიშვილი და სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ხათუნა ხაბაძე იმყოფებოდნენ ფინეთში, ქალაქებში ტურკუსა და ჰელსინკში.

საგრანტო პროექტის ფარგლებში, პროექტის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს 20-21 მაისს ქალაქ ტურკუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში გამართულ ტრენინგში გაყიდვების შესახებ (B2B), გაეცნენ ინოვაციური გაყიდვების ლაბორატორიის მუშაობას. 22-24 მაისს ქალაქ ჰელსინკში, ჰააგა-ჰელიას გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში საგრანტო პროექტის მონაწილეებმა, როგორც ჟიურის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ევროპული გაყიდვების კონკურსში. სამუშაო შეხვედრებზე შეჯამდა გაწეული სამუშაო და დაიგეგმა სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა