26 თებერვალი 2025 წელი

2024 წლის 10-14 თებერვალს, ERASMUS+ საგრანტო პროექტის „ინტენსიური განვითარების პროექტში სწავლა-ინოვაცია-გაყიდვა" (101128310-LISS24-ERASMUS-EDU-2023-CBHE Learn-Innovate-Sell-Succeed) ფარგლებში, ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გაიოზ ფარცხალაძე და Fablab ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი, თამაზ ჩხარტიშვილი ავსტრიაში, ქალაქ ვინერ-ნოიშტადტში გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსტიტეტში იმყოფებოდნენ.
საგრანტო პროექტის ფარგლებში, პროექტის წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგები B2B Sales Lab-ის მუშაობის პრინციპებზე, კერძოდ: - სახის ამომცნობი სისტემა (Face control system); Shimmer3GPS+ კანის გალვანური რეაქციის საზომი; თვალის მოძრაობის დამჭერი სისტემა ეკრანზე დამაგრებული ბარით (Eye tracking system) და დამაგრების გარეშე სისტემით (სათვალეებით); სხეულის ენა (Body language);
შეხვედრაზე განხილული იქნა B2B Sales Lab ლაბორატორიის მოწყობის პრინციპების, გამოცხადებული შესყიდვების მიმდინარეობის, კონსორციუმის ხარისხის უზრუნველყოფის, პროექტის მიმდინარეობის საკითხები, შესასრულებელი სამუშაოები და სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებები.