ტექნოლოგიური ფაკულტეტი

პორტუგალიის ავეიროს უნივერსიტეტის პროფესორ ნუნო გამასის ვიზიტი ბსუ-ს ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე

სურათი

ბსუ-ს ტექნოლოგიურ ფაკულტეტს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ,,ERASMUS+“-ის პროექტის ფარგლებში ეწვია პორტუგალიის ავეიროს უნივერსიტეტის პროფესორი ნუნო გამა. პროფესორი შეხვდა აკადემიურ პერსონალს ლექტორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, გაეცნო ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო პროცესს, დეკანატის, დეპარტამენტების მუშაობის სპეციფიკას და უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ ლაბორატორიებში მიმდინარე სამუშაო პროცესებს.

პროფ. ნუნო გამამ ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებთან და პროფესორებთან გამართა სამუშაო შეხვედრები და ჩაატარა პრაქტიკული აქტივობები. შეხვედრაზე მან აღნიშნა, რომ პლასტმასები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მრეწველობაში, საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებაში, შეფუთვაში, მშენებლობაში, ელექტრონიკასა და ავტოინდუსტრიაში. თუმცა, მათი გადამუშავება სერიოზულ ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს. პლასტმასებს ხშირად ყრიან ნაგავსაყრელებზე ან წვავენ დიდი რაოდენობით. ამ პრობლემის საპასუხოდ, ავეიროს უნივერსიტეტში შეიქმნა სამეცნიერო ჯგუფი CIRCLE-ი, რომელიც მიზნად ისახავს პლასტმასის მასალების მდგრადობის შესწავლას ეკოლოგიური კუთხით.

პორტუგალიის კომპანიებთან თანამშრომლობით, CIRCLE ავითარებს ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ხელს უწყობს ცირკულარობის განვითარებას და გარემოზე ზემოქმედების შემცირებას. მნიშვნელოვანი პროექტებიდან აღსანიშნავია ECOPOLYOL-ის პროექტი, რომლის ფარგლებშიც ბიომასა (მაგალითად, კორპი, ყავის ნარჩენები) გარდაიქმნება პოლიურეთანის ქაფად. FlexiRecover-ის პროექტმა შესაძლებელი გახადა ქიმიური პროცესის შედეგად გათხევადების შექმნა და მათი გამოყენება ახალი ქაფების წარმოებაში, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია მწარმოებელთა შორის. აგრეთვე შეიქმნა ქაფოვანი ძაფი 3D პრინტერებისთვის, რომელიც გამოიყენება ასევე ხმის შთანთქმისთვის.

CIRATEX — ტექსტილის კომპანიებისათვის პლასტამასის გადამუშავებული მასალებისგან შექმნილი იქნა თერმოწებოების, ასევე პლასტმასის ახალი ფორმების შექმნა კერამიკული კომპანიებისთვის.

გარდა ამისა, კომპანია BOSCH-თან თანამშრომლობით ხორციელდება iTech4Life პროექტი, რომელიც პლასტმასის კომპონენტების გადამუშავებას ისახავს მიზნად.  ჯგუფი, იკვლევს ტექსტილის ბოჭკოების გამოყოფის ტექნოლოგიას პლასტმასისგან და ბიოპლასტმასისგან, რაც ხორციელდება ეკოლოგიურად სუფთა გამხსნელების გამოყენებით. ეს ტექნოლოგია ეფუძნება ხელოვნურ ინტელექტსა და განახლებად რესურსებს.

ყველა ეს ნაბიჯი ხელს უწყობს პლასტმასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრას და ამავდროულად ეკონომიკური ეფექტიანობის მიღწევას ახალი მასალების შექმნით.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა