2 მაისი 2025 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია აშშ-ის მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის პროფესორი და ABET-ის ექსპერტი ბილ ჰაიტერი. ვიზიტის მიზანი ტექნოლოგიური ფაკულტეტის ,,სამოქალაქო ინჟინერიის“ ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის დოკუმენტაციისა და ინფრასტრუქტურის შეფასება და აკრედიტაციისთვის მომზადებაა.
ექსპერტი შეხვდა ბსუ-ს რექტორს, ტიტე აროშიძეს, რექტორის მოადგილეს, თამარ სირაძეს, ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანს, გაიოზ ფარცხალაძეს და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, გოჩა ჩავლეშვილს. მხარეებმა განიხილეს უკვე განხორციელებული სამუშაოები და დაგეგმეს აქტივობები ABET-ის სტანდარტების შესაბამისად.
,,სამოქალაქო ინჟინერიის“ საბაკალავრო საგანანმანათლებლო პროგრამაზე ბსუ აშშ-ის სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით მუშაობს.