17 ივნისი 2025 წელი

20 ივნისს, პარასკევს, 13:00 საათზე ბსუ-ს ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე 407-ე აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა პორტუგალიის მინიოს უნივერსიტეტის ალგორითმული კვლევითი ცენტრის-LASI-ს დოქტორანტ ელაიზა დალ ორსოლეტასთან, რომელიც ბსუ-ში წარმოადგენს შუალედურ ანგარიშს თემაზე ,,ენერგეტიკული სისტემების მოდელირება და მდგრადობა საქართველოს ენერგოსისტემის მაგალითზე“.
ენერგეტიკული სისტემები თანამედროვე საზოგადოების არსებობის ღერძს წარმოადგენს და განსაზღვრავს, თუ როგორ ვაწარმოებთ, ვანაწილებთ და ვხარჯავთ ენერგიას. ეს სემინარი გააცნობს მსმენელებს ენერგეტიკული სისტემების ძირითად კონცეფციებს, მათ შორის ენერგიის მოდელირების, დეკარბონიზაციის სტრატეგიებს და მათ კრიტიკულ როლს მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში.
წარმოდგენილი იქნება საქართველოს ენერგეტიკული სისტემის მოკლე მიმოხილვა, ასევე ელაიზას მიმდინარე კვლევის შედეგები ენერგეტიკული სისტემების ანალიზისა და ქვეყნის მომავალი ენერგეტიკული სცენარების განვითარების შესწავლის მოდელირების ინსტრუმენტებზე.
ელაიზა არის პორტუგალიის მინიოს უნივერსიტეტის ალგორითმული კვლევითი ცენტრის სამრეწველო და სისტემური ინჟინერიის დოქტორანტი. მისი სადოქტორო ნაშრომი ფოკუსირებულია პორტუგალიაში ელექტრომობილებზე გადასვლასთან დაკავშირებული სისტემების გამოყენებაზე.
ამჟამად ის პარალელურად ატარებს კვლევას საქართველოს ენერგოსისტემაზე. 4-თვიანი ,,Erasmus+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანთან პროფესორ გაიოზ ფარცხალაძესთან ერთად.