24 ივნისი 2025 წელი

27 ივნისს, პარასკევს, 14:00 საათზე ბსუ-ს ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე გაიმართება ბსუ-ს საპატიო დოქტორის, პროფესორ რევაზ სტურუას აუდიტორიის (N 302) გახსნა და არქიტექტურისა და მშენებლობის სტუდენტთა საკურსო ნამუშევრების გამოფენა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება შენობების მაკეტები, სტუდენტების მიერ შექმნილი პლანშეტები და არქიტექტურული კომპოზიციები. ღონისძიება ეძღვნება ბსუ-ს 90 წლის იუბილეს.