ტექნოლოგიური ფაკულტეტი

ინოვაციების და გაყიდვების კონკურსი

სურათი

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბსუ-ში მოქმედებს ERASMUS+ საგრანტო პროექტი „ინტენსიური განვითარების პროექტში სწავლა-ინოვაცია-გაყიდვა" (101128310-LISS24-ERASMUS-EDU-2023-CBHE Learn-Innovate-Sell-Succeed), რომლის ფარგლებში 2025 წლის 5 ივნისს ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე ჩატარდა ინოვაციების გაყიდვების კონკურსი. ეს კონკურსი მოიცავდა, როგორც ინოვაციების გაყიდვებს, გაყიდვების პროცესს/აქტივობას, ისე მასში ჩაშენებულ ინოვაციების კონკურსს.

სტუდენტები ინოვაციების სასწავლო კურსის ფარგლებში მომზადნენ შემდეგ სასწავლო თემებში: მენტორობა, გუნდის ფორმირება, მომხმარებელთა სეგმენტაცია, ღირებული შეთავაზებები, კანვასი, კომპანიის ღირებულების სქემა, სამი ბარიერი და სხვა. ამის შემდგომ სტუდენტებმა შეისწავლეს მათ მიერ მომზადებული ინოვაციური პროდუქტების ინოვაციური გაყიდვების სისტემები, რომლებიც მოიცავდა შემდეგ თემებს: ინოვაციური გაყიდვების მეთოდები, პროცესები, მიზნები, საერთაშორისო გაყიდვების უნარები, არავერბალური კომუნიკაციები, მოლაპარაკებები, დისპოზიციები, მოთხოვნების იდენტიფიცირება და მოლაპარაკებების დახურვა.

ინოვაციების კონკურსის ჩატარებისათვის შეიქმნა კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ბსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და დამსაქმებლები. თავდაპირველად მომზადდა Google Survey-ის სისტემაში პორტალი, სადაც დარეგისტრირდა 34 გუნდი და მათ შორის წარსდგა 32 გუნდი, თითოეულ გუნდში მონაწილეობდა 2-4 სტუდენტი, სულ 95 სტუდენტი. ინოვაციების გაყიდვები და ინოვაციების წარდგენა მოდელირებული იქნა შემდეგი სახით: ბსუ, სამშენებლო ან სხვა კომპანიები იყვნენ მყიდველის როლში, ხოლო გუნდიდან ერთი პიროვნება, სავარაუდოდ ჰასლერი, იყო გამყიდველის როლში. მყიდველის პრობლემების იდენტიფიცირებისა და მისი დაინტერესების შემდგომ ხდებოდა გუნდის მიერ ინოვაციური ბიზნეს იდეის წარდგენა.

გუნდების მიერ კონკურსზე წარდგენილი იქნა შემდეგი ინოვაციური თემატიკები:

 1. ვირტუალური ფიზიკისა და ქიმიის ლაბორატორია;

2. კვალიფიციური არქიტექტორების დამაკავშირებელი აპლიკაცია;

3. ადგილობრივი ტურისტული ტურების აპლიკაცია;

4. ადამიანების დახმარების პლატფორმა (სწრაფი სიგნალის გაგზავნა და მიღება); ჭკვიანი სარკე (AI ასისტენტის მსგავსი);

5. არქიტექტურული პროგრამა (რომელსაც შეუძლია მარტივი ზომებისა და რელიეფის გათვალისწინებით ააგოს შენობის 3D მოდელი);

 6. VR ტექნოლოგიის დახმარებით საამშენებლო სივრცეში ნავიგაციის პლატფორმა;

 7. შენობის დაზიანების ინდიკატორი, სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით;

 8. სმარტ საათი არქიტექტორებისთვის;

9. სხვადასხვა ემოციის შეცნობის პლატფორმა; შენობის სივრცის მონაცემთა ანალიზის პლატფორმა;

10. ემოციაზე გენერირებული ჭკვიანი ნათურა;

11. თვითაღდგენადი საამშენებლო ბლოკი;

12. QR ჟეტონი-ყელსაბამი (რომელიც ფლობს მესაკუთრის იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია);

13. ტანსაცმლის გადამამუშავებელი საწარმო;

14. საამშენებლო საყრდენი ბოძის დატვირთულობის გაზომვა სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით; ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო "QR-კოდიანმა ჟეტონ-ყელსაბამმა".


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა