11 ნოემბერი 2014 წელი
ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში ხოან ეჩანოვი, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარძე, აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე, გაეროს განვითარების პროგრამის ეკონომიკური გუნდის ხელმძღვანელი გიორგი ნანობაშვილი და პროექტის „ENPARD Ajara“ მენეჯერი ლაშა კომახიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ. უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ალიოშა ბაკურიძესთან, ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე დაიგეგმა აგრარული მიმართულების სტუდენტების სტაჟირება, გაცვლითი პროგრამების განხორციელება და ერთობლივი კვლევების წარმოება. სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას საჩუქრად სასოფლო-სამეურნეო მიმართულების ლიტერატურა გადაეცა.