15 აპრილი 2015 წელი
კომპანია „ჯიემჯის“ წარმომადგენლები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ და დარგის სიახლეები გააცნეს. შეხვედრის შემდეგ მომავალმა მშენებლებმა ბათუმში, ს. ჟღენტის ქუჩაზე, #1-ში მშენებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და გასართობი კომპლექსი დაათვალიერეს. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და კომპანიას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტები „ჯიემჯიში“ სასწავლო პრაქტიკასა და სტაჟირებას გადიან. კომპანიაში დასაქმებული არიან უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და ამჟამად, პარტნიორ ორგანიზაციაში პროფესიულ უნარ-ჩვევებს 2 სტუდენტი ეუფლება.