20 მაისი 2015 წელი
სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა საინჟინრო–ტექნოლოგიური სექციის სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია. ტექნოლოგიური ფაკულტეტის სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებმა მოხსენებები წაიკითხეს ტექნოლოგიებისა და ტექნიკის სფეროში არსებულ პრობლემებზე, ინოვაციებზე დამყარებულ სამეცნიერო კვლევებსა და მათი განხორციელების გზებზე. ახალგაზრდებმა სესიაზე ასევე წარმოადგინეს საკვლევ მასალასთან დაკავშირებული თვალსაჩინოებანი. ტექნოლოგიური ფაკულტეტის პროფესორ–მასწავლებლებისა და სტუდენტებისაგან დაკომპლექტებულმა კომისიამ შემდეგი 3 საუკეთესო ნაშრომი გამოავლინა სრულად.
მშენებლობის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტ მალხაზ თურმანიძის ნაშრომი ,,ნავთობური ნარჩენის, გოგირდის გამოყენების გამოკვლევა მშენებლობაში’’ (ხელმძღვანელები – პროფ. ზ. მეგრელიშვილი, უფროსი მასწ. ნ. დონდოლაძე, ასისტენტ–პროფ. თ ჯოჯუა);
ტელეკომუნიკაციის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტ ნათია ქათამაძის ნაშრომი ,,პლასტმასის მილების ჰიდრავლიკური გაანგარიშების მონაცემთა ბაზების შექმნა’’ (ხელმძღვანელები – პროფ. ზ. მეგრელიშვილი, მასწ. ზ. კალანდარიშვილი);
მაგისტრანტ ირაკლი ხინთიბიძის სამეცნიერო კვლევა ,,ბიოსაწვავი – მომავლის საწვავი’’ (სამეცნიერო ხელმძღვანელი ასოც. პროფ. ე. ნიჟარაძე).