ტექნოლოგიური ფაკულტეტი

მემორანდუმი აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ხალვაშმა და აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის აგროსერვის ცენტრში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ითვალისწინებს ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას. მხარეთა შეთანხმებით, ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები სტაჟირებასთან ერთად სასწავლო პრაქტიკას გაივლიან სამინისტროში, აგროსერვის ცენტრსა და ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში. ახალგაზრდები შეისწავლიან სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის, გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ლაბორატორიული კვლევების უახლეს მეთოდებს.

ღონისძიების ფარგლებში სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრს ზაურ ფუტკარაძეს შეხვდნენ, გაეცნენ უწყების პროექტებსა და აგროსერვის ცენტრის სათბურებში მიმდინარე სამუშაოებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა