ტექნოლოგიური ფაკულტეტი

ევრაზიის ქვეყნების ბიომრავალფეროვნებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის ფაკულტეტის პროფესორმა რეზო ჯაბნიძემ ბაქოში გამართულ ევრაზიის ქვეყნების ბიომრავალფეროვნებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ექვსდღიან სამეცნიერო სესიაზე მოხსენებები წარმოადგინა ცხრა ქვეყნის ორასამდე მკვლევარმა. მომხსენებლებმა განიხილეს ჰიდრობიოლოგიური კვლევების შედეგები. ასევე ყურადღება გაამახვილეს   თანამედროვე ბიოტექნოლოგიური პროცესების გამოყენების,   მრავალწლიანი და ხეხილოვანი კულტურების, ბიოლოგიური თავისებურებების გენეტიკური, სელექციური, აგროტექნიკური, ჰიდროლოგიური, ეკოლოგიური და მრავალი სხვა მიმართულებით სახალხო მეურნეობაში დანერგვის საკითხებზე. 

კონფერენცია გახსნა აზერბაიჯანის ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა აკიფ ალიზადემ. ფორუმის მონაწილეებს მიესალმნენ  რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ჰაიდარ ასადოვი, თურქეთის რესპუბლიკის რამიკ-კალეს უნივერსიტეტის რექორი პროფესორი ჰუსეინ ბაჰჩი, ყაზახეთის ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ირადა ჰუსეინოვა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპონდენტი, ბათუმის შოთა რუსთაველს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი რეზო ჯაბნიძე, მარდაგიანის დენდროლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორი აკადემიკოსი ტოფიკ მამმადოვი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოფესორი ვაჟა თოდუა, ბელარუსიის აგრაული უნივერსიტეტის პროფესორი ანა ბულატოვა  და სხვები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა