ტექნოლოგიური ფაკულტეტი

უნივერსიტეტში ინოვაციური ლაბორატორია გაიხსნა

სურათი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ინოვაციური ლაბორატორია გაიხსნა. ფაბლაბი ხელს შეუწყობს ინოვაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ბიზნესისა და აკადემიური სექტორის დაახლოებას, გააღრმავებს სტუდენტების სამუშაო გამოცდილებას და აამაღლებს მათი დასაქმების შანსს. ინოვაციური ლაბორატორიის გახსნის ცერემონიას უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსაშვილი, აჭარის ა.რ. ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი დავით ბალაძე, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. 
 
სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია აღჭურვილია ულტრა თანამედროვე აპარატურით. ფაბლაბში დამონტაჟებული 3D პრინტერები, ლაზერული მჭრელი და სხვა პროგრამირებადი დაზგა-დანადგარები ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს პროდუქტის პროტოტიპირების, ტესტირებისა და მათი მცირე რაოდენობით წარმოების საშუალებას მისცემს. 
 
ინოვაციების ლაბორატორიაში ნებისმიერ სტუდენტს საშუალება ექნება პრაქტიკულ და ბაზარზე ორიენტირებულ ცოდნის მიღებასთან ერთად გაეცნოს თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს. ფაბლაბში ისინი პროექტებზე იმუშავებენ ბაზრის ლიდერი კომპანიების მიერ გამოყოფილ მენტორებთან ერთად. გარდა ამისა, მას შესაძლებლობა ეძლევათ შეისწავლონ და განავითარონ პროექტები ახალი ტექნოლოგიური  მოწყობილობებისათვის. 
 
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტექნოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე ინოვაციური ლაბორატორია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით გაიხსნა.  
 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა