10 დეკემბერი 2015 წელი
ტექნოლოგიური ფაკულტეტის ტექნოლოგიებისა და საინჟინრო მენეჯმენტის დეპარტამენტის ორგანიზებით, ნავთობისა და გაზის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმს ეწვივნენ და ღონისძიების ,,ნობელების დეკემბერი’’ ფარგლებში სამუზეუმო ექსპონატებს გაეცნენ. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს პროექტი „პირანდოლო და საქართველო“ წარუდგინეს. პრეზენტაციის დასასრულს ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიზო ფარცხალაძემ ნობელების მუზეუმს საზეიმოდ გადასცა ფაკულტეტის ბაზაზე არსებულ სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორიაში დასაქმებული სტუდენტების მამუკა ჩავლეიშვილის, თაზო ჩხარტიშვილისა და არჩილ შოთაძის მიერ დამზადებული ექსპონატი ,,ნავთობის რეზერვუარი’’.