15 დეკემბერი 2015 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვუს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორმა რაულ გოცირიძემ ღია ლექცია წაიკითხა თემაზე: „ცნობადი და უცნობი წყალი“. მკვლევარმა ისაუბრა წყლის არაორდინალობასა და ანომალიებზე, ძირითად თვისებებზე. მსმენელები გაეცნენ წყლის მაღალ სითბოტევადობას, სიმკვრივის თავისებურებას, შემადგენლობას, ზედაპირულ დაჭიმულობას, სიბლანტეს, სასმელი წყლის დადებით და უარყოფით მახასიათებლებს, ადამიანის ორგანიზმის ქსოვილებში წყლის შემადგენლობას, წყლისგან გამოწვეულ დაავადებებს.